ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ივნისის თვეში, ორი მოსმენით, მივიღებთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც იქნება სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი სუბიექტურ ინტერესებზეა მორგებული.
საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერმომზადებული დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და აყალიბებს დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას.
„არის ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, ამაზე ჩვენ გვექნება ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნა. დოკუმენტი სრულშესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა,რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში, განსხვავებით, დღეს მოქმედიკონსტიტუციისგან. ასეთ ვითარებაში საუბარი სუბიექტურ ინტერესებზე მორგების შესახებ ბუნებრივია არის ისეთი რამ, რაცძალიან ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხოგანხილვების მთავარი მიზანი საზოგადოების აზრის მოსმენა იყო და კონკრეტულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს კომისიაგაიზიარებს, მათ შორის – პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით.
„ბუნებრივია, განხილვის მთავარი მიზანი ის იყო, რომ მოგვესმინა საზოგადოების აზრი და ამის საფუძველზე, გადაგვესინჯასახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი. აუცილებლად იქნება გაზიარებული კონკრეტულიშენიშვნები და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით.ამის საფუძველზე გადაისინჯება დოკუმენტი და ამ სახით მიიღება ეს დოკუმენტი უკვე საქართველოს პარლამენტის მიერ.
ესიყო განხილვის მიზანი, უპრეცედენტოდ ფართო ჩართულობით წარიმართა საყოველთაო-სახალხო განხილვა. არასდროს არახსოვს საქართველოს ისტორიას ასეთი ფართო განხილვა, პრაქტიკულად, ყველას ჰქონდა იმის საშუალება, რომ კითხვებიდაესვა, საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა. ეს იყო უპრეცენდენტო მოვლენა, მითუმეტეს, წინა საყოველთაო განხილვებისპრაქტიკას, რომელიც გასული წლების განმავლობაში წარიმართებოდა.
ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომჩვენ ვამტკიცებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, ეს არის ის ამოცანა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, რომელიც წინაპარლამენტმა ვერ შეასრულა. ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევს ახალი პარლამენტი. ეს იყო ჩვენი ამბიციური გეგმა და ესამბიციური გეგმა აუცილებლად იქნება სისრულეში მოყვანილი როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეს მას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასაც, რომლის თანახმად, გიორგი მარგველაშვილი,საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის გამართვას გეგმავს.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო განხილვებს, პირველ რიგში, საკომიტეტო ფორმატშიგანიხილება საკონსტიტუციო პროექტი, ასევე, გადავალთ შემდეგ უკვე პლენარულ განხილვებზე. მანამდე შედგება ვენეციისკომისიის პლენარული სხდომა და ამ ყველაფრის საფუძველზე, ჩვენ კიდევ ერთხელ, შევიმუშავებთ ისეთ დოკუმენტს დამივიღებთ ივნისის თვეში ორი მოსმენით ისეთ დოკუმენტს, რომელიც იქნება სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულიდა რომელიც დაადგენს ძალიან გამართულ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. რაც შეეხება შეხვედრას, ეს ბევრფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ამ პროცესში, მთავარია, რომ ერთმანეთში არ ავურიოთკონსტრუქცია და დესტრუქცია. იქ, სადაც არის დესტრუქცია პროცესი, იქ, სამწუხაროდ, კონსტრუქციული პროცესი ვერწარიმართება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები