აზერბაიჯანის გენპროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას აფგან მუხთარლიმ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია

აფგან მუხთარლის დაკავებაზე აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, მუხთარლი, საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას, ბალაკენის რაიონში დააკავეს და მან მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია. ამის შესახებ გამოცემა “haqqin.az” -ი  იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, მუხთარლის ჩხრეკისას, მას დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა აღმოაჩნდა.
ამავე ინფორმაციით, მუხთარლი თბილისში ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ის მჭიდროდ თანამშრომლობდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მტრულად განწყობილ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Freedom House, People in Need, Human Rights Watch, NDI და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები