ტყიბულში ხრამში გადაჩეხილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარისაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შუახნის მამაკაცი, ხრამში გადაჩეხილი, ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს. „კვირას“ ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამი იყო.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულსიხმობს. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები