“ფარცხალაძე – თორდიას საქმეზე ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიეწოდება”

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის ინციდენტის გამოძიების საქმეს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ეხმაურება.
როგორც მან დღეს მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის ინციდენტის გამოძიების საქმეზე ინფორმაცია საზოგადოებას უახლეს მომავალში მიეწოდება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და უდიდესი ნაწილი უკვე ჩატარებულია. გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია”, – განაცხადა შოთაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები