ვახტანგ გომელაური – აფგან მუხტარლი „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საბუთების გარეშე საზღვრის გადაკვეთის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხდა, რომ იგი „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს, სადაც პასპორტი საჭირო არ არის.
გომელაურის მტკიცებით, გარკვეული ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ბაქოდან მიიღეს, თუმცა ამ დროისთვის უფრო დეტალურ ინფორმაციას ელოდებიან.
„აფგან მუხტარლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ დაუკავებიათ და ის ე.წ. მწვანე სასაზღვრო ზოლზე აიყვანეს, რომელსაც პასპორტით არ კვეთენ“, – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ აფგან მუხტარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები