აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
“პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ძებნა იყო გამოცხადებული. უწყებაში ჟურნალისტის დაკარგვის შესახებ განცხადება მუხტარლის ოჯახის წევრის მხრიდან  შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები