შემოსავლების სამსახურმა 15 795 ლარის საქონლის ელექტრონული ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, 30 მაისს, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (მძიმე ტექნიკის სათადარიგო ნაწილები) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
როგორც „კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 15,795.34 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები