შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი – აფგან მუხტარლი გაუჩინარდა. სამართალდამცველები მას საქართველოს მასშტაბით ეძებენ. უწყებაში ჟურნალისტის დაკარგვის შესახებ განცხადება მუხტარლის ოჯახის წევრის მხრიდან დღეს შევიდა.
”მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით. დღეს შემოვიდა განცხადება და შესაბამისად, დავიწყეთ ძებნა”, – აღნიშნავენ უწყებაში.
აფგან მუხტარლი ცნობილია, როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკოსი. ის 2015 წლიდან იძულებული იყო, საქართველოში ეცხოვრა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ერთ-ერთ საიტზე, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის, სტატია გამოქვეყნდა, საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების იატაკქვეშა ქსელზე. ქსელის აქტივისტებს შორის აფგან მუხტარლიც დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები