თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაიკარგა – შსს აფგან მუხტარლის საქართველოს მასშტაბით ეძებენ

​თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი გაუჩინარდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აფგან მუხტარლის სამძებრო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, უწყებაში შესაბამისი განცხადება მუხტარლის ოჯახის წევრის მხრიდან დღეს შევიდა.
”მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით. დღეს შემოვიდა განცხადება და შესაბამისად, დავიწყეთ ძებნა”, – აღნიშნავენ უწყებაში.
აფგან მუხტარლი ცნობილია როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკოსი. ის 2015 წლიდან იძულებული იყო, საქართველოში ეცხოვრა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ერთ-ერთ საიტზე, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის, სტატია გამოქვეყნდა საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების იატაკქვეშა ქსელზე. ქსელის აქტივისტებს შორის აფგან მუხტარლიც დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები