ადვოკატი: მამა გიორგის პოზიცია იყო, რომ ეს სახაზინო ადვოკატები ამ საქმეში ჩვენთან ერთად დარჩენილიყვნენ

„მამა გიორგის პოზიცია იყო, რომ ეს სახაზინო ადვოკატები ჩვენთან ერთად, ამ საქმეში დარჩენილიყვნენ“, – ამის შესახებ ე.წ. ციანის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დღევანდელი პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, საქმეს სახაზინო წესით დანიშნული ორი ადვოკატი დაემატა.
„საქმეს ორი სახაზინო ადვოკატი დაემატა. მამა გიორგის პოზიცია იყო, რომ ეს სახაზინო ადვოკატები ჩვენთან ერთად, ამ საქმეში დარჩენილიყვნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდი მოცულობის საქმეა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები სრულყოფილად არ აქვთ ჩაბარებული და ამიტომ ვითხოვეთ ჩვენ პროცესის გარკვეული პერიოდით გადადება, რათა სახაზინო ადვოკატები სრულყოფილად მოემზადონ და ყველა პოზიცია ერთად შეჯერებული იყოს. ყველას მიგვაჩნია, რომ ჩვენ ერთი პრინციპი გვაქვს, მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობის დამტკიცება”, – აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა.
ე. წ ციანიდის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს 11:00 საათზე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ საქმის მასალების მიხედვით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები