ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა 9 ივნისამდე გადაიდო – საქმეში სახაზინო ადვოკატები ჩაერთნენ 

ე.წ. ციანიდის საქმეში სახაზინო ადვოკატების დატოვების გამო, სასამართლო განხილვა 9 ივნისამდე გადაიდო. სახაზინო ადვოკატების საქმეში ჩართვა ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ დღევანდელ პროცესზე მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდებულის თხოვნა გაითვალისწინა და სახაზინო ადვოკატებს საქმის მასალების გასაცნობად ვადა 9 ივნისამდე მისცა.
შეგახსენებთ, რომ საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები