პოლიციამ მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილის ფოტო გაავრცელა

პოლიციამ მანჩესტერის ტერაქტის ეჭვმიტანილის სალმან აბედის ფოტო გაავრცელა. სათვალთვალო კამერებმა თვითმკვლელი თავდასხმის ღამეს დააფიქსირა.
ამჟამად პოლიციას ტერაქტის საქმეზე 11 პირი ჰყავს დაკავებული, რომელთა დაკითხვა მიმდინარეობს. გამოძიება ვარაუდობს, რომ ამ ტერორისტული ქსელის უდიდესი ნაწილი უკვე გამოაშკარავებულია.
დიდ ბრიტანეთში კვლავ შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმები მომავალშიც იგეგმება. დიდი ბრიტანეთის პოლიცია ფიქრობს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზ3ე 23 ათასამდე რადიკალი ისლამისტი ცხოვრობს, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობს დაკვირვება.
ცნობისთვის, „მანჩესტერ არენაზე“ 22 მაისს მომხდარ ტერაქტს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 100-მდე დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები