პრინცმა ჰარიმ ბარაკ ობამას ლონდონში უმასპინძლა

დიდი ბრიტანთის პრინცმა ჰარიმ ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ლონდონში, კენსინგტონის სასახლეში უმასპინძლა.
როგორც კენსინგტონის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრინცმა ჰარიმ და ბარაკ ობამამ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების, ვეტერანების და ახალგაზრდების ხელშეწყობაზე ისაუბრეს. ბარაკ ობამამ მანჩესტერის ტერაქტში დაშავებულთა დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.
„როგორც ორი შვილის მამა, ძალიან განვიცდი იმ ტრაგედიას, რომელიც მანჩესტერში მოხდა. მივმართავ ყველა იმ ოჯახს, თითოეულ ადამიანს, ვინც მომხდარის გამო დაშავდა და ემოციურად დაზარალდა, წარმოუდგენელია გაიაზრო ის ბოროტება და ძალადობა, რომელმაც მანჩესტერი გააუბედურა“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.
ლონდონში ვიზიტამდე, ბარაკ ობამა შოტლანდიაში იმყოფებოდა, სადაც გოლფი ითამაშა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები