ეგვიპტემ ლიბიაში „ბოევიკების“ ბაზები დაბომბა

ეგვიპტის საჰაერო ძალებმა ლიბიაში ტერორისტების რამდენიმე საწვრთნელი ბაზა დაბომბა. ეგვიპტის სამხედროების ინფორმაციით, ამ ბაზებზე „ისლამური სახელმწიფოს“ და „ალ ქაიდას“ „ბოევიკების“ წვრთნები მიმდინარეობს, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქრისტიანებზე მომხდარ თავდასხმასთან არიან დაკავშირებულები.
ოპერაცია ლიბიის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივად ჩატარდა. მანამდე ეგვიპტის მოსახლეობას პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ას-სისიმ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ტერორისტებს როგორც ეგვიპტის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ გაანადგურებენ.
ტელეკომპანია Sky News Arabiya-ს ინფორმაციით, ავიაიერიშები გრძელდება. ეგვიპტის ავიაციამ საწვრთნელი ბანაკები და იარაღის საწყობები გაანადგურა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპული ტერორისტების შესახებ, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.
ცნობისთვის, ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში 26 მაისს ტერორისტებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. ავტობუსში ქრისტიანები იმყოფებოდნენ. თავდასხმის შედეგად, 23 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა.
ტერაქტი ალ მინიას პროვინციაში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები