„ბრიტანეთის ავიახაზებმა“ ლონდონის ორი აეროპორტიდან ყველა რეისი გააუქმა

ავიაკომპანია “ბრიტანეთის ავიახაზებმა“ ლონდონის ორი ძირითადი აეროპორტიდან ჰითროუდან და გატვიკიდან ყველა რეისი გააუქმა. ამის მიზეზი ავიაკომპანიის კომპიუტერულ სისტემაში მომხდარი ტექნიკური ხარვეზი გახდა.
“ჩვენ IT სისტემების ფუნქციონირების ძალზე სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით. ამან მთელ მსოფლიოში ავიაკომპანიის ფრენებს პრობლემები შეუქმნა“, – განუცხადეს ავიაკომპანიაში სააგენტო “როიტერს“.
ამის გამო, ათასობით მგზავრი სხვა რეისებით გაამგზავრეს ან მათ რამდენიმესაათიანი ლოდინი დასჭირდათ.
ტექნიკური პრობლემების მიზეზები არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები