კრიშტიანუ რონალდუ გადასახადების დამალვისთვის 6 მილიონ ევროს გადაიხდის

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გადასახადების დამალვის გამო, 6 მილიონ ევროს გადაიხდის. ამის შესახებ გამოცემა  “Marca” იუწყება.
ესპანეთის საგადასახადო სამსახური პორტუგალიელს 16 მილიონი ევროს გადაუხდელობაში ადანაშაულებს. სპორტსმენი გამოძიებასთან თანამშრომლობას  და დავალიანების სრულ დაფარვას  დათანხმდა. ამის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, სავარაუდოდ, არ აღიძვრება.
რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუ შეიძლებოდა, 8 მილიონი ევროთი დაჯარიმებულიყო და მისთვის ოთხთვიანი პატიმრობა მიესაჯათ. ესპანეთის საგადასახადო სამსახურის ცნობით, ფეხბურთელი 2011-2014 წლებში გადასახადების ნაწილს არ იხდიდა.
ასევე, რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის მეორე ცნობილი საფეხბურთო კლუბის, „ბარსელონას“ ლიდერი, არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი სასამართლომ 2,1 მილიონი ევროთი დააჯარიმა და მას 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მესის არ დააპატიმრებენ, ვინაიდან ესპანეთის კანონმდებლობით, 2 წლამდე სასჯელი პატიმრობას არ ითვალისწინებს. მესის საქმეც გადასახადების გადაუხდელობას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები