მოსკოვის პოლიციამ 9 წლის ბიჭი დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა (ვიდეო)

მოსკოვის პოლიციამ დაკავებული 9 წლის ბიჭის მამას ბოდიში მოუხადა, ხოლო ბავშვი გაათავისუფლა. ბიჭი პარასკევს იმის გამო დააკავეს, რომ ქუჩაში ხმამაღლა „ჰამლეტს“ კითხულობდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ის, რომ პოლიციამ ბოდიში მოიხადა, დაკავებულის ადვოკატმა, ტატიანა სოლომინამ განაცხადა. ეს ინფორმაცია ბავშვის მამამ, ილია სკავრონსკიმაც დაადასტურა.
ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ პოლიციელების ქმედებებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი შეისწავლის.
9 წლის ბიჭის დაკავება მოსკოვში პარასკევს საღამოს მოხდა. პოლიციამ ბიჭი განყოფილებაში წაუყვანა. მის დედინაცვალს, რომელიც ბავშვის დაკავებას აპროტესტებდა, პოლიციელებთან შეხლა-შემოხლის დროს, ტანსაცმელი დაეხა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ბიჭის დაკავების დროს, პოლიციელები ძალზე აგრესიულად იქცეოდნენ და იგინებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები