პესკოვი – პუტინისა და მაკრონის შეხვედრაზე უკრაინის საკითხიც განიხილება

რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, რომ საფრანგეთის ლიდერთან, ემანუელ მაკრონთან 29 მაისის შეხვედრაზე უკრაინის საკითხიც განიხილოს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინი „ნორმანდიული ოთხეულის“ ფარგლებში მუშაობის გაგრძელების მომხრეა.
„ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს მინსკის შეთანხმებების შესრულებას. სამწუხაროდ, უკრაინული მხარის პოზიციის გამო, ამ შეთანხმების შესრულება დღემდე ვერ მოხერხდა“, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.
ემანუელ მაკრონის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 29 მაისს პარიზში გაიმართება. ცნობისთვის, საარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთის ხელისუფლება ღიად უჭერდა მხარს ემანუელ მაკრონის კონკურენტს, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები