ეგვიპტეში ავტობუსის დაცხრილვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ტერორისტებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. ეგვიპტური მედიის ცნობით, ავტობუსში ქრისტიანები იმყოფებოდნენ. თავდასხმის შედეგად, 23 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა.
ტერაქტი ალ მინიას პროვინციაში, ქრისტიანულ მონასტერთან მოხდა. ქრისტიანები მონასტერში ბენი-სუეიფიდან მიდიოდნენ.
ეგვიპტეში ბოლო თვეებში ადგილობრივი ქრისტიანების წინააღმდეგ რამდენიმე სისხლიანი ტერაქტი განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები