ნატო ავღანეთში დამატებით შეიარაღებულ ძალებს გაგზავნის

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავღანეთში დამატებით შენაერთებს გააგზავნის. ამის შესახებ ნატოში ინფორმირებული წყაროებისგან გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება ბრიუსელში, ნატოს არაფორმალურ სამიტზე იყო მიღებული.
ნატოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა აშშ-ის ხელისუფლების განცხადებები, რომელმაც, ასევე, ავღანეთში დამატებითი შენაერთების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკელებიც და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედროებიც საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებენ და მათი მიზანი ავღანური ჯარის მომზადებაა.
ავღანეთში ბოლო დროს მდგომარეობა სერიოზულად გამწვავდა. ადგილობრივმა ჯარმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი დატოვა, რომლებიც რადიკალური მოძრაობის, „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები