მარკ ცუკერბერგს ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭეს

სოციალური ქსელის, ფეისბუქის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს ჰარვარდის უნივერსიტეტის იურისპუდენციის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
ცუკერბერგი ამჟამად მსოფლიოში სიმდიდრით მეხუთე ადამიანია, მისი ქონება 62 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ცუკერბერგი ადრე ჰარვარდში სწავლობდა, მაგრამ ფეისბუქის ამოქმედების შემდეგ, მან სწავლას თავი დაანება.
ხარისხის მინიჭების ცერემონიაზე ცუკერბერგმა მოუწოდა სტუდენტებს, რომ შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და ყოველთვის ჰქონდეთ მიზანი ცხოვრებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები