თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა 29 ქურთი „ბოევიკი“ მოკლეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 29 წევრი გაანადგურეს. ოპერაცია ვანის პროვინციაში, მაღალმთიან რეგიონში ჩატარდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
თურქეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ორმხრივი სროლის დროს სამი თურქი სამხედრო და ადგილობრივი პოლიციის ერთი წარმომადგენელიც დაიღუპა.
სპეცოპერაცია ირანის საზღვართან ერთდროულად ორ თურქულ პროვინციაში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები