ტრამპმა მონტენეგროს პრემიერი უხეშად გაწია (ვიდეო)

ნატოს სამიტზე ფოტოს გადაღების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დუშკო მარკოვიჩი უხეშად გაწია. ამის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.
ვიდეოზე ჩანს, რომ ტრამპი ცდილობს, სხვა ქვეყნების ლიდერების წინ აღმოჩნდეს და ჩერნოგორიის პრემიერს დუშკო მარკოვიჩს ხელით საკმაოდ უხეშად წევს. ამის შემდეგ კი ის პიჯაკს ისწორებს და ფოტოს გადაღებისთვის ემზადება.
თავად მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა ამ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ მან ვერც კი შეამჩნია, თუ როგორ ჰკრა მას ხელი დონალდ ტრამპმა და არც ეს ვიდეო  უნახავს.
„მე მქონდა შესაძლებლობა, მადლობა გადამეხადა დონალდ ტრამპისთვის იმ მხარდაჭერის გამო, რაც ჩვენმა ქვეყანამ აშშ-ისგან ნატოში ინტეგრაციის საკითხში მიიღო“, – განაცხადა მარკოვიჩმა.
მან ასევე დაამატა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისთვის პირველ რიგში დგომა სავსებით ბუნებრივია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები