ლონდონის 3 მკვიდრს ტერორიზმში ბრალი წაუყენეს

ლონდონის სამ მკვიდრს, რომლებიც 17 მაისს დააკავეს, ტერორისტული საქმიანობისთვის ბრალი წაუყენეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ ეს პირები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდნენ. კიდევ ერთ დაკავებულს ბრალი წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენაში.
სამივე პირი მანჩესტერში მომხდარ ტერაქტამდე დააკავეს, რომელსაც 22 ადამიანი ემსხვერპლა.  ეს ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა იყი დიდ ბრიტანეთში, 2005 წლის შემდეგ.
დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე ახლაც ტერორისტული საფრთხის მაღალი დონეა შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები