ბრიტანელს, რომელმაც თვითმფრინავის ბორტზე ხანძარი მოაწყო, 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს ჯონ კოქსს, რომელმაც 2015 წელს თვითმფრინავის ბორტზე ხანძარი გააჩინა, სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
კოქსს თავდაპირველად 4,5 წელი მიუსაჯეს, თუმცა პროკურატურამ განაჩენი გაასაჩივრა. საბოლოოდ, სასამართლომ პატიმრობის ვადა გაზარდა.
ხანძარი 2015 წელს თვითმფრინავში გაჩნდა, რომელიც ინგლისის ქალაქ ბირმინგემიდან ეგვიპტის კურორტ შარმ-ეშ-შეიხში მიფრინავდა. 46 წლის ჯონ კოქსმა, რომელიც ნასვამი იყო, ტუალეტში მოწევა გადაწყვიტა. მან ნამწვი ტუალეტის ნაგვის ყუთში ჩააგდო, რამაც ქაღალდების აალება გამოიწვია.
ავიალაინერში ხანძრის მომენტში 200 ადამიანი იმყოფებოდა და ის ეგვიპტის სანაპიროდან 160 კილომეტრში იყო. ეკიპაჟმა ავარიული დაფრენა განახორციელა.
ამის შემდეგ, ავიალაინერის კაპიტანმა, რომელიც უკვე 20 წელი დაფრინავდა, განაცხადა, რომ მსგავსი სახიფათო სიტუაცია თვითმფრინავის ბორტზე მას არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები