ათენში საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ააფეთქეს

საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ააფეთქეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლუკას პაპდიმოსი,  მისი მძღოლი და დაცვის თანამშრომლები დაიჭრნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყოფილი პრემიერი ფეხისა და მუცლის არეშია დაჭრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარ მანქანაში მჯდომ ყოფილ პრემიერს დანაღმული წერილი აუფეთქდა ხელში.
ლუკას პაპდიმოსი წარსულში ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები