ედუარდ შევარდნაძეს დღეს 86 წელი შეუსრულდა

  ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს დღეს 86 წელი შეუსრულდა. იუბილარს დაბადების დღე საქართველოში გერმანიის და აზერბაიჯანის ელჩებმა პირადად მიულოცეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ედუარდ შევარდნაძის პირადმა მდივანმა მარინა დავითაშვილმა მიაწოდა. გუშინ, ედუარდ შევარდნაძესთან დაბადების დღის მისალოცად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურიაც იმყოფებოდნენ. როგორც მარინა დავითაშვილმა აღნიშნა, ედუარდ შევარდნაძეს მილოცვის ბარათები გამოუგზავნეს: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა – ჰანს-დიტრიხ გენშერმა, აზერბაიჯანის რესბუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოში ისლამური რესპუბლიკის ელჩმა აბას თალიბერმა და აშშ – ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.
მამის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში პარიზიდან პაატა შევარდნაძეც ჩამოვიდა. ედუარდ შევარდნაძემ დაბადების დღის აღნიშვნა კიევის მოვლენების გამო გადადო.
ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს პრეზიდენტის პოსტი 1995 წელს დაიკავა, 2003 წელს კი „ვარდების რევოლუციის“ გამო თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები