„სიბრძნე სიცრუისა“ გერმანულ ენაზე გამოიცა

28 მაისს, 12:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ მიხაკო წერეთლისეული გერმანული თარგმანის წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისას” მიხაკო წერეთლისეული თარგმანი 1933 წელს ბერლინში ცნობილი ქართველი ემიგრანტის – არჩილ მეტრეველის სტამბაში დაიბეჭდა.
1980-იან წლებში ის ემიგრაციიდან ჩამოიტანა პროფ. გურამ შარაძემ და წიგნი მის პირად არქივში ინახებოდა. 1994 წელს, როდესაც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი დააარსა, მეცნიერმა გერმანულად ნათარგმნი “სიბრძნე სიცრუისა” თავისი ემიგრანტული კოლექციის სხვა უნიკალურ გამოცემებთან ერთად მუზეუმში განათავსა. “სიბრძნე სიცრუისას” წერეთლისეული თარგმანი საქართველოში პირველად ქვეყნდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.
რედაქტორ-გამომცემლები: ჯემალ შარაშენიძე, ნინო სამსონია, რუსუდან კობახიძე.
გერმანულ „სიბრძნე-სიცრუისას“  თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე თსუ წიგნის მაღაზია Scripta manent-ი წარმოადგენს.
მისამართი: წერეთლის გამზ. 118; საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“. მე-11 პავილიონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები