ფილიპინებში ექსტრემისტებმა მძევლად 14 ადამიანი აიყვანეს

ფილიპინებში ექსტრემისტებმა მძევლად 14 ადამიანი აიყვანეს, მათ შორის კათოლიკე მღვდელმსახური. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. შემთხვევა ქალაქ მარავიში მოხდა. „ბოევიკები“ ხელისუფლებისგან ჯარების გაყვანას ითხოვენ.
გუშინ, ფილიპინების პროვინცია მინდანაოში, სადაც სამხედროებსა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ დაჯგუფებას შორის შეტაკება მოხდა, სამხედრო მდგომარეობა დაწესდა. სპეცსამსახურების მონაცემებით, მარავიში ბლოკირებულ „ბოევიკებს“ შორის ექსტრემისტული დაჯგუფება „აბუ საიაფის“ ლიდერი ისნილონ ხაპილონი იმყოფება.
რუსეთში ვიზიტით მყოფმა ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ აღნიშნულთან დაკავშირებით შეამცირა თავისი ვიზიტის პროგრამა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები