ბრიტანეთის პრემიერი: ქვეყანაში ახალი ტერაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს

მიმდინარე გამოძიების საფუძველზე ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტერორისტული საფრთხის დონე “სერიოზულიდან კრიტიკულამდე” უნდა გაიზარდოს“, – ამის შესახებ საგანგებო სამთავრობო კომიტეტის COBRA-ს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ახალი ტერაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.
„ეს შეფასება არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ახალი თავდასხმა ძალიან სავარაუდოა, არამედ იმასაც, რომ შემდეგი თავდასხმა გარდაუვალია“, – აღნიშნა ტერეზა მეიმ.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, მანჩესტერში, სტადიონზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 22 მოქალაქე, ხოლო 59 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები