დონალდ ტრამპი რომის პაპს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი საზღვარგარეთის პირველი ვიზიტის ფარგლებში, ვატიკანში რომის პაპს შეხვდა. დონალდ ტრამპსა და რომის პაპს მიგრანტებისა და კლიმატური ცვლილებების საკითხებზე განსხვავებული პოზიცია აქვთ.
13 მაისს პორტუგალიაში ვიზიტისას რომის პაპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან ღიად ისაუბრებდა და მას ყურადღებით მოუსმენდა.
ვიზიტის საქმიანი ნაწილის დასრულების შემდეგ, აშშ-ის დელეგაცია სიქსტის კაპელას და წმინდა პეტრეს ტაძარს მოინახულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები