“ეს იყო ბარბაროსული აქტი, მთელი ქვეყანა შოკირებულია”

მანჩესტერში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, ბრიტანეთის დედოფალმა განცხადება გაავრცელა. დედოფალი ელისაბედი იმ საერთო შოკზე საუბრობს, რომელმაც, მისი თქმით, მთელი ქვეყანა მოიცვა.
მომხდარი დედა დედოფალმა ბარბაროსულ აქტად შეაფასა.
„მთელი ქვეყანა შოკირებულია მანჩესტერის არენაზე მომხდარი აფეთქებით, რომელსაც მოზარდები და ბავშვები ემსხვერპლნენ.
ძალიან ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებზეც ამ საშინელმა ამბავმა გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების გამო ვწუხვარ, რომელთა ახლობელიც წუხელ გარდაიცვალა.
მადლობა მინდა გადავუხადო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გუნდს, რომელმაც ასეთი დიდი პროფესიონალიზმი გამოავლინა.
მინდა პატივისცემა გამოვხატო ბრიტანელების მიმართ, რომლებმაც ძალიან დიდი ჰუმანურობა და თანაგრძნობა გამოიჩინეს ამ ბარბაროსული აქტის შემდეგ“, – აღნიშნულია დედოფალ ელისაბედის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
„მანჩესტერ არენაზე“ აფეთქება პოპმომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერორისტულ აქტთან კავშირის ბრალდებით მანჩესტერის პოლიციამ 23 წლის მამაკაცი დააკავა.
მანჩესტერში აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 59.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები