გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას უმასპინძლა-საქართველოს სახით თურქეთს ჰყავს ერთგული პარტნიორი

ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური, – ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი და მას ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ გამოხატული მკვეთრი პოზიცია უწოდა.
მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა თურქეთის ხელისუფლებას საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს სახით თურქეთს ჰყავს ერთგული პარტნიორი.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. მისი თქმით, რეგიონალური არასტაბილურობის პირობებში, კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.
“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა მრავალ სფეროში. საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება და მნიშვნელოვანი პერსპექტივები აქვთ მსხვილ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში.
არ შეიძლება, არ აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომლის პირველი განშტოების დასრულებაც 2017 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ეს პროექტი, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტთან ერთად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას და უკეთ წარმოაჩენს პროექტის მონაწილე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკურ მნიშვნელობას და ასევე ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ეს კორიდორი არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი „აბრეშუმის გზის” აღორძინების დიდი პროექტის, რასაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სულ რამდენიმე დღის წინ ჩინეთში გამართული სამიტის დროს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები