მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ფუნქციებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას შენიშვნები არ აქვს

„პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, ბერლინში, კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
„რაიმე სახის შენიშვნები პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან, მის ფუნქციებთან დაკავშირებით, არ გამოთქმულა ვენეციის კომისიის ექსპერტების მიერ. იყო გარკვეული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პირიქით, რამდენიმე ფუნქცია ამ მოწყობის სახელმწიფოში, კონსტიტუციურად საპარლამენტო სახელმწიფოში არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით, იყო მცირე დისკუსია. საერთო ჯამში, პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს რაიმე კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, გამოთქმული შენიშნა მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებას ეხებოდა.
„ერთ-ერთი საკითხი იყო ასეთი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ეს არ ჰქონდეს პრეზიდენტს, იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკაში მსგავსი პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში არ არსებობს“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
კონფერენციის მეორე დღეს ადამიანის ძირითად უფლებებზე, სასამართლო ხელისუფლებაზე, მთავრობაზე, სახელმწიფო ფინანსებსა და სახელმწიფო თავდაცვაზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები