ირაკლი კობახიძე: თავდაცვის სფერო ექვემდებარება მთავრობას და ეს საკითხი ასე მოწესრიგდება კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც

„თავდაცვის სფერო ექვემდებარება მთავრობას და ეს საკითხი ასე მოწესრიგდება კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვარშავაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონის პროექტზე საუბრისას განუცხადა. ​
მანვე, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას თავდაცვის სფერო ექვემდებარება.
„ეს არც დღეს არ არის ასე და არც ხვალ იქნება ასე. საპარლამენტო სისტემისთვის დამახასიათებელია, რომ თავდაცვის სფერო ექვემდებარება აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ მთავრობას. ეს საკითხი ასე მოწესრიგდება კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც. საუბარია საპარლამენტო სისტემის დახვეწაზე და ამ სისტემაში ზუსტად ისე არის განსაზღვრული პრეზიდენტის როლი, სხვა კონსტიტუციური ორგანოების როლი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, როგორც ეს არის საჭირო საპარლამენტო მმართველობისთვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები