არასამთავრობოები პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
როგორც ჟურნალისტებს გენერალურ აუდიტორთან შეხვედრის შემდეგ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელმა, სოფიო ვერძეულმა განუცხადა, გამოძიების მუხლის კვალიფიკაცია ფაქტობრივ მოცემულობას სრულიად აცდენილია.
„საქმე გვაქვს კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელზე თავდასხმასთან და ეს არ არის რიგითი ძალადობის შემთხვევა. კითხვებია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც”, – განაცხადა ვერძეულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები