ზურაბ ალავიძემ ქვემო ქართლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი გუბერნატორი წარუდგინა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ მხარის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი გუბერნატორი – გრიგოლ ნემსაძე წარუდგინა.
ალავიძემ ყოფილ გუბერნატორს, პაატა ხიზანაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. გრიგოლ ნემსაძის გუბერნატორად დანიშვნის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა დღეს მოაწერა ხელი.
გრიგოლ ნემსაძე  საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა.  ის დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება „ევექსის“ (ამჟამად სს GHG ) საოპერაციო დირექტორის პოსტს.
რაც შეეხება მის წინამორბედ პაატა ხიზანაშვილს, მან თანამდებობა ერთი თვის წინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები