ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შეთანხმება გაფორმდა
დღეს, სოჭში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იგორ ზუბოვმა და ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასლან კობახიამ მოაწერეს.
აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ცენტრი აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორგანიზებული და სხვა საშიში დანაშაულებების წინააღმდეგ კოორდინაციისთვის იქმნება.
მათივე ინფორმაციით, შეთანხმების ხელმოწერას 2014 წლის 24 ნოემბერს, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ითვალისწინებს.