სტუდენტებისთვის მეტყევეობაში საზაფხულო სკოლა მოეწყო

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა“ ფარგლებში, მეტყევეობაში საზაფხულო სკოლა მოეწყო. პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა სატყეო მიმართულების 20-მდე სტუდენტისთვის, თეორიულ სწავლებასთან ერთად, ბეთანიის ტყეში პრაქტიკული კურსი ჩაატარეს.
საველე ტრენინგზე სტუდენტებმა ბეთანიის მიმდებარე ტყეები დაათვალიერეს და სანიმუშო ფართობის გამოყოფის, ტყის ინვენტარიზაციის თანამედროვე მეთოდების, კორომის თვალზომური შეფასების, ტყის ტიპების დადგენის მეთოდების, არამერქნული რესურსების აღრიცხვისა და მაღალკონსერვაციული ღირებულების ტყის უბნების იდენტიფიცირების საკითხებს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები