„ყველა ძირითადი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით დგას, ანგარიშში ასახულია”

“მიმაჩნია, რომ ყველა ძირითადი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით დგას, ანგარიშში ასახულია”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უაჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უჩა ნანუაშვილს მოუსმენს და გასული წლის ანგარიშს განიხილავს.
„მიმაჩნია, რომ ყველა ძირითადი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით დგას, ანგარიშში ასახულია. აქედან გამომდინარე, შენიშვნას ვერ მივიღებ. ვეცადეთ, ყურადღება ყველა იმ ტენდენციაზე გაგვემახვილებინა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ზოგიერთი ერთეული შემთხვევა იმდენად მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის საყურადღებოა, რომ ანგარიშში შეტანილია სწორედ იმიტომ, რომ ეს უფრო სერიოზული პრობლემა არ გახდეს“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები