გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში ვიზიტს აფასებს

“აშშ-სგან მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ვიზიტი შეაფასა.
„შედგა შეხვედრები ახალ ადმინისტრაციასთან უმაღლეს დონეზე. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდა და ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე და ასევე, სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობთ, რომ იყო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი და მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს. ძალიან დიდი სამუშაო გასწია ჩვენმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და მინდა, მას და საელჩოს ასევე დიდი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ ვიზიტი იყო ძალიან კარგად მომზადებული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, 8 მაისს გიორგი კვირიკაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები