თბილისის ნაწილსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა

​თბილისის ნაწილსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა. როგორც „კვირას“ კომპანია “თელასში” განუცხადეს, დედაქალაქში ელეტქროენერგიის გათიშვის მიზეზი თბილისში არსებულ 10-მდე მაღალი ძაბვის ქვესადგურზე ელეტქროენერგიის მიწოდების შეზღუდვა გახდა.
„თელასის“ ინფორმაციით, 16:11 საათისთვის ელექტროენერგია 120 ათასამდე მომხმარებელს არ მიეწოდებოდა. ამ დროისთვის კი 80-90 პროცენტს დენის მიწოდება აღუდგა.
„ თბილისში არსებულ 10-მდე მაღალი ძაბვის ქვესადგურს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სწორედ ამან გამოიწვია 120 ათასამდე აბონენტისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვა. ამ დროისათვის, 80-90 პროცენტს ელეტქრომომარაგება აღუდგა. მიზეზებს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აზუსტებენ“,- განაცხადეს „თელასში.
​ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ასევე, მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზსაც, თუმცა ამ დროისთვის, ნახევარსაათიანი შეფერხების შემდეგ, მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები