ოთარ ფარცხალაძემ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებას მისი დაკითხვა თავად მოსთხოვოს

​ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გამოძიების მხრიდან დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში, უწყებაში ნებისმიერ დროს გამოცხადდეს. ადვოკატის თქმით, ოთარ ფარცხალაძემ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებას მისი დაკითხვა თავად მოსთხოვოს.
”ჩვენ დაველოდებით გარკვეული პერიოდი და თუ კიდევ არ გამოიძახეს, გამორიცხული არაა, წერილობით მივმართოთ საგამოძიებო ორგანოს და მოვითხოვოთ დაკითხვა, რათა საზოგადოებაში არსებული ეჭვები გაქარწყლდეს”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები