მაშველები სოფელ ძეგვში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

​უკვე რამდენიმე დღეა, სოფელ ძეგვში 29 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე მტკვარში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
​ოჯახის წევრების ინფორმაციით, ილია რთველიაშვილი ოთხი დღის წინ, შვილთან ერთად, სათევზაოდ წავიდა. მათივე ინფორმაციით, მან რამდენიმე წუთის შემდეგ, ბავშვი სახლში მიიყვანა, თავად კი უკან გაბრუნდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. მამაკაცის ახლობლების განცხადებით, რთველიაშვილმა ცურვა კარგად იცოდა. ისინი იმასაც აცხადებენ,რომ ილია რთველიაშვილს არც უთანხმოება ჰქონია ვინმესთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები