გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტის, ანდრეი კისკას სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს დელეგაციასთან ერთად დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველებისა და სლოვაკების თავისუფლების სიყვარულს და ხალხებს შორის მეგობრობის სადღეგრძელო წარმოთქვა.
“ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და პარტნიორობას ნათელი და პერსპექტიული მომავალი აქვს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირში და ნატოში საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროპას უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს და ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უზრუნველყოფს. ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ სლოვაკი ხალხისა და მისი მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისა და პირადი წვლილისთვის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში”, – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ანდრეი კისკას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები