ირაკლი კობახიძე: ხვალ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი

„ხვალ გაიმართება საორგანიზაციო კომისიის სხდომა და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში” განაცხადა.
​ირაკლი კობახიძემ გადაცემაში დღეს, ფილარმონიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
” ხვალ გაიმართება საორგანიზაციო კომისიის სხდომა და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი. პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. კონკრეტულად რა შეხვედრები, სად, როგორ – ეს დაიგეგმება ხვალინდელ სხდომაზე. განხილვის გაგრძელება დღეს იყო შეუძლებელი. ჯგუფი იყო საკმაოდ მცირე, 100 კაცამდე, „აუდიტორია 115“ და ასევე, იყვნენ კონკრეტული ძალები, რომლებსაც ჰქონდათ ორგანიზებული პროვოკაცია. ჩვენ გუშინ გვქონდა ინფორმაცია ამ პროვოკაციების თაობაზე და რეალურად, იყო შეუძლებელი ამ პროვოკაციის აღკვეთა, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც იგეგმება ექსტრემისტული ღონისძიება, უნდა გამოიყენო ხისტი ძალა, სხვაგვარად ასეთი პროვოკაციის აღკვეთა შეუძლებელია. მიუხედავად მცირერიცხოვნობისა, 100 კაცს შეუძლია 2500-კაციანი ღონისძიების ჩაშლა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ რბილი, მათ შორის ექსტრემისტული ძალების მიმართ. თუ ხისტ ძალას არ გამოიყენებ, ასეთ შემთხვევაში, 100 კაცს შეუძლია ნებისმიერი ღონისძიების მარტივად ჩაშლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით, გადავწყვიტეთ არ გამოგვეყენებინა ხისტი ზომა ამ პროვოკაციასთან მიმართებაში”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები