ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ კონსტიტუციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის ჩანაწერი გაკეთდეს

ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ კონსტიტუციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის ჩანაწერი გაკეთდეს, – ამის შესახებ დეპუტატმა „საზოგადოებვრივ მაუწყებელს“ განუცხადა.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ გუნდში ამ თემაზე დამატებითი კონსულტაციები უნდა გაიმართოს.
ამასთან, დანელიამ საზოგადოებრივთან იმ კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე ისაუბრა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის საკუთრების საკითხი უნდა დარეგულირდეს.
დეპუტატის თქმით, შესაძლებელია, გამონაკლის შემთხვევებში სასოფლო-სამეურნეო მიწის გრძელვადიანი იჯარა იყოს დაშვებული.
თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების თანხმობა იქნება.
დანელიას განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის ფლობა წინა წლებში, ძირითადად, სპეკულაციურ გარიგებებთან იყო დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები