გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ “თავისუფლების კარიბჭის” მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა დევინში “თავისუფლების კარიბჭის” მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და 1945-1989 წლებში კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.
მემორიალი, რომელიც ცივი ომის პერიოდში ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთისას, 400-მდე ჩეხოსლოვაკიის მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად, 2005 წელს გაიხსნა, პრეზიდენტებმა გვირგვინებით შეამკეს.
“ჩვენ ვიმყოფებით იმ ადგილზე, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილ ადამიანებს, ვინც თავისუფლებას შესწირა თავისი სიცოცხლე, როდესაც ცდილობდა სოციალისტური ბანაკიდან გაქცევას.
ეს მონუმენტი ფაქტიურად ტოტალიტარიზმის დანგრევის ტოლფასია, ფაქტობრივად, ასეთივე მონუმენტია ბერლინის კედელი.
მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ ჩვენც დავანგრევთ კედლებს, ისევე, როგორც ევროპამ დაანგრია და სწორედ იმ ადგილას, სადაც ბატონმა პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა მავთულხლართების იქით დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სწორედ იმ ადგილას ჩვენც ავაგებთ მონუმენტს დანგრეული ტოტალიტარიზმისთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები