სენაკელმა მოსწავლეებმა NASA-ს კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს

სენაკელმა მოსწავლეებმა ნასას პროექტის ფარგლებში, მაღალი და დაბალი ტემპერატურისაგან დამცავი ჯავშნის შექმნით, ერთ კონკურსში პირველი, ხოლო მეორე კონკურსში – მესამე ადგილი დაიკავეს. ჯგუფი, რომელიც NASA-ს კოსმოსური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას, ხუთი მოსწავლისგან შედგებოდა.
წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მერვეკლასელებმა პირველი ადგილი დაიკავეს პროექტში – Cryogenics Challenge. მოსწავლეებმა შექმნეს ჯავშანი, რომელიც სხეულს, ან ნივთს მაღალი ტემპერატურისგან იცავს და მესამე ადგილი დაიკავეს Thermal Design Challenge-ში, რომლის არსი იყო, ასევე, ჯავშნის შექმნა, რომელიც სხეულს, ან ნივთს დაბალი ტემპერატურისაგან იცავს.
​სენაკის სკოლის მოსწავლეებს გამარჯვებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ულოცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები