დაღუპული მეშახტეები დაკრძალეს

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში გარდაცვლილი მეშახტეები – ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე და გიზო კუბლაშვილი ტყიბულის სასაფლაოზე დაკრძალეს.
უბედური შემთხვევის დროს დაღუპული მეშახტეების სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 4 მეშახტე დაიღუპა. გარდაცვლილები მაშველებმა 400 მეტრის სიღრმიდან ამოასვენეს. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები